ლევან იოსელიანი: გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ოპოზიცია დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და მანდატების საკითხი ხისტად არ გადაწყდეს

ლევან იოსელიანი: გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ოპოზიცია დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და მანდატების საკითხი ხისტად არ გადაწყდეს

ვფიქრობ, რომ ჩვენმა ინდივიდუალურმა შეთანხმებამ „ქართულ ოცნებასთან“ და ამ მიმართულებით გადადგმულმა ნაბიჯებმა, შესაძლებლობა გააჩინა, რომ დანარჩენი ოპოზიციური პარტიების მანდატების საკითხი არ იყოს ასე ხისტად გადაწყვეტილი, - ამის შესახებ „ტვ.პირველის“ ეთერში პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა „ქართულ ოცნებასთან“ გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ასევე გაჩნდა შესაძლებლობა, რომ დანარჩენი ოპოზიცია, რომელიც უარს აცხადებს მოლაპარაკებებზე, დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. „რატომ მოხდა გაყოფა, ჩვენსა და დანარჩენ ოპოზიციას შორის აზრების, იმიტომ რომ ჩვენ დავინახეთ განწყობა, რომელიც არ იყო მიმართული მოლაპარაკების გაგრძელებისკენ. ჩვენ საკუთარ თავზე ავიღეთ ეს ყველაფერი და გავაგრძელეთ მოლაპარაკება, გავიყვანეთ ბოლოში და გვაქვს შედეგიც“, - აღნიშნა იოსელიანმა.

ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს.

Aburjga Tasmanieli ლევან, არ გრცხვენია ბიჯო?! ესე იგი არ გეყოთ ის ხმები რაც შენ და ალეკოს თქვენმა დასირებულმა ამომრჩველმა მოგცათ პარლამენტში შესასვლელად?! და ზედ 2 საქართველოს მოღალატის ციხიდან გამოყვანა დააწონე?! კიდევ გეკითხები, არ გრცხვენია ბიჯო?! არა და მეც კარგი ახალგაზრდა კაცი, პატრიოტი მეგონე! თუ ამას წაიკითხავ ვინმე ყურბანა არ გეგონო, ან შენსავით პოლიტიკურად აჟიტირებული. შენზე მეტი მიცხოვრია,არც კომუნისტი ვყოფილვარ, მიშრომია, მიბრძოლია, წამიკითხავს, თავის დროზე ნამდვილი განათლებაც მიმიღია, საზოგადოებაში 100-ჯერ მეტი ავტორიტეტიც მაქვს ვიდრე თქვენ, შეცდომაც და დანაშაულიც ჩამიდენია, მაგრამ თქვენსავით უკადრებელი არ მიკადრებია!
მაშ რა, თქვი ერთხელ სიმართლე ამ ნაძირალა მელაშვილის აზრს ეთანხმები, შენც თვლი რომ დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორიაზე არ მდებარეობს, ქართული კულტურის ძეგლი არ არის?!
4 წლის უკან