ზურაბ ჯაფარიძე: როდესაც ხელისუფლება ვერ თმობს ძალაუფლებას - უნდა წაართვა

ზურაბ ჯაფარიძე: როდესაც ხელისუფლება ვერ თმობს ძალაუფლებას - უნდა წაართვა

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მთავარია პროტესტის ფორმა, თორემ ყველგან იქნება, სადაც ხელისუფლების ძალაუფლების წართმევა დაიგეგმება. ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, განაცხადა, რითაც „ძალადობრივი, მაგრამ ლეგიტიმური რევოლუციის“ შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა.

„როდესაც ხელისუფლება ვერ თმობს ძალაუფლებას, რომელიც მას არ ეკუთვნის, ეს ძალაუფლება მას უნდა წაართვა. მე ვარ მხარდამჭერი, რომ ნებისმიერი ტიპის მშვიდობიანი პროტესტით ეს გავაკეთოთ და ამის გაკეთებას ვაპირებ მე თითონ. თუ ამაში ლეგიტიმურ რევოლუციას, ისე და ასე რევოლუციას გულისხომბენ, მაშინ მანდ ვარ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ყველა ადამიანი, რომლისთვისაც ავტორიტარიზმის ჭაობი არის კატასტროფა, ვალდებულია, ლეგიტიმურ რევოლუციაში მონაწილეობა მიიღოს.

Lolo47 ეეე ქეში ბიჭი, წაართვა რა, მამაშენმა დაუტოვა ანდერძით?! ცოტა გონზე მოდით, დაბოლილებო!!!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ეს ფიზიკური და ეთიკური არარაობა ნახეთ როგორ იმუქრება? სახემწიფოს, მთელს ერს გვემუქრება! არ გაინტერესებთ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, პასუხს ვერ პოულობთ?!
- ეს დასვლური დემოკრატია გვემუქრება, ემუქრება 30 საუკუნუოვან ქართველ ერს, წკიზეა საქმე! სუვერენიტეტი ამ დემოკრატიულ ბღკარძუნში თანდათან დავთმეთ. ნაწილი ტერიტორიები დავკარგეთ, საზღვრები მორღვეული გვაქვს, მორალურიც და გეოგრაფიულიც. ჯარი ფაქტიურად არ გვყავს! აქეთ ეს საშინელი ვირუსი გვიტევს. ეკონომიკა სულს ღაფავს, ხალხი უკიდურეს გაჭირვებაშია.... და ეს ვიღაც ნარკოპროპაგანდისტი არარაობა კიდევ გვეუქრება, კიდევ განსაცდელს გვიმატებს! ნუთუ ამ ქვეყანას მართლა არ ყავს მინიმალური ხელისუფლება, რომ ამ 40-50 ნაძირალას პასუხი გასცეს და კონსტიტუციური წყობა დაიცვას?!
4 წლის უკან