თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯოზეფ ბაიდენი ჟურნალისტს ეხუმრა. ამის შესახებ thewrap წერს.
კითხვაზე, თუ რაზე ისაუბრა ვლადიმერ პუტინთან, ბაიდენმა Fox News-ის ჟურნალისტს უპასუხა: „მან თქვენთან მოკითხვა გადმომცა“. აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების სატელეფონო საუბარი 26 იანვარს გაიმართა.
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც კრემლში აღნიშნავენ, ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე მუშაობის დაწყება მიულოცა.