როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 23 იანვარს ქუთაისში მზიან დღეს და +11 გრადუსს პროგნოზირებენ. ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთში +10 გრადუსი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ბათუმში +11 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში +12, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი.

უნალექო ამინდი იქნება ზუგდიდში, შესაძლებელია მცირე მოღრუბლულობა, ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 იქნება. მზიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიწევს.

ასევე უნალექო ამინდია მოსალოდნელი ჭიათურაშიც, სადაც +8 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +2 გრადუსი და მზიანი დღეა ნავარაუდევი, ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში დღისით +4 გრადუსია ნავარაუდევი. ღამის განმავლობაში -3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში -1 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -5 გრადუსი იქნება.

გორში მზიანია ამინდია, +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი ცხინვალში, სადაც დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამე კი ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს.

უნალექო ამინდი და +0 გრადუსია ნავარაუდევი დღისით გუდაურში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსი იქნება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ომალოში, ჰაერის ტემპერატურა +0 გრადუსი იქნება, ღამით კი -10 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე მზიანი ამინდია მოსალოდნელი თელავში, სადაც დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსია მოსალოდნელი.

უმეტესად მზიანი დღე იქნება გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. +4 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -4 გრადუსი იქნება.

მზიან დღეს ვარაუდობენ რუსთავში. დღისით ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.