უგულავა: დღეს სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს და განმიცხადეს, რომ ვერ გადაკვეთო

უგულავა: დღეს სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს და განმიცხადეს, რომ ვერ გადაკვეთო

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ. როგორც უგულავა წერს, დღეს, საზღვარზე გააჩერეს და განუცხადეს, რომ საქართველოს საზღვარს ვერ გადაკვეთდა, არადა, სასამართლოს მიერ არანაირი შეზღუდვა დაწესებული არ აქვს.

„შსს ეს ქვეყანა მართლა ივანიშვილის უკანა ეზოა? დღეს სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს, მალოდინეს ერთი საათი - გაწითლებული ხარო, შეკითხვაზე, ცხადია, არ აქვთ პასუხი, რადგან არანაირი შეზღუდვა დაწესებული სასამართლოს მიერ მე არ მაქვს. ბოლოს განმიცხადეს, რომ საზღვარს ვერ გადაკვეთთო. ესე იქცევა პუტინის რუსეთი და მისი "ოპრიჩნიკი პოლიცია“, - წერს გიგი უგულავა და სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მიმართავს.

„ოფიციალურად მინდა მოგმართოთ და გთხოვოთ შეისწავლოთ ეს ზღვარგადასული უკანონობა, რომელიც საქართველოს საზღვარზე უკვე ჩვეული პრაქტიკაა ოპოზიციის და რეჟიმისთვის არასასურველი პირების მიმართ“, - აცხადებს უგულავა.

Aburjga Tasmanieli რავა ვაგლახად წამოჰკრავენ ხელს რუსეთს - "ესე იქცევა პუტინის რუსეთი და მისი "ოპრიჩნიკი პოლიცია“, - წერს გიგი უგულავა და სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მიმართავს."
ერთი შენ ხარ ნავალნი და მეორე ლომჯარიაა სახალხო დამცველი!!! )))
ახლა არ თქვა ნოვიჩოკით მწამლავდნენ და ვერაფერი დამაკლესო?!
4 წლის უკან