გივი მიქანაძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: ჩვენ გვაქვს ისტორიული დოკუმენტი, რომელიც აღიარებს იმ რეალობას, რაც 2008 წელს აგვისტოს მოვლენების დროს განხორციელდა

გივი მიქანაძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: ჩვენ გვაქვს ისტორიული დოკუმენტი, რომელიც აღიარებს იმ რეალობას, რაც 2008 წელს აგვისტოს მოვლენების დროს განხორციელდა

დღეს ჩვენ გვაქვ ისტორიული დოკუმენტი, რომელიც აღიარებს იმ რეალობას, რაც 2008 წელს განხორციელდა აგვისტოს მოვლენების დროს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, გივი მიქანაძემ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს დასკვნის შეფასებისას განაცხადა.

„ეს არის საფუძველი, რომ საქართველომ თავისი მშვიდობიანი პოლიტიკით, რომელსაც ახორციელებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე , ამ დოკუმენტის საფუძველზე კიდევ ერთხელ განიმტკიცოს საერთაშორისო პოზიციები“, - აცხადებს გივი მიქანაძე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.