მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ეს არის ისტორიული გამარჯვება საქართველოსთვის - ეს არის ჩემი მთავრობის მეორე გამარჯვება, ჩვენი გუნდის წასვლის შემდეგ

მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ეს არის ისტორიული გამარჯვება საქართველოსთვის - ეს არის ჩემი მთავრობის მეორე გამარჯვება, ჩვენი გუნდის წასვლის შემდეგ

ეს არის ისტორიული გამარჯვება საქართველოსთვის, საქართველო არის ცამდე მართალი და აგრესიის მსხვერპლი. მიუხედავად ივანიშვილის და მისი პატრონების მცდელობისა მოსკოვიდან, რომ საქართველო გამოეყვანათ ომის დამწყებად, ოკუპანტად და დამნაშავედ - ეს ჩაუფლავდათ, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგის სასამართლოს მიერ „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე გამოტანილ განაჩენს.

მიხეილ სააკაშვილის აზრით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება „მისი მთავრობის მეორე გამარჯვებაა“.

"დღეს არის გამარჯვება იმ ბრწყინვალე გუნდის, რომელიც იყო მაშინ იუსტიციის სამინისტროში, მე ამაყი ვარ, რომ მქონდა პატივი მათი პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს არის პირველ რიგში დამსახურება თინა ბურჯალიანის და ნიკა გვარამიასი, რომელიც მაშინ იყო ამ პროცესების დიდი ინიციატორი. ასევე, გია ქავთარაძის და ზურაბ ადეიშვილის, რომლებმაც შექმნეს ეს პრეცედენტი, რომ ჩვენ ამ სასამართლოში წავედით. ეს არის ჩემი მთავრობის მეორე გამარჯვება, ჩვენი გუნდის წასვლის შემდეგ. პირველი გამარჯვება ჩვენ მოვიპოვეთ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში, რომელიც შემდეგ წულუკიანის მცდელობით მეორე ეტაპზე დავკარგეთ. თავის დროზე შევიტანეთ სარჩელი სტრასბურგში და მიუხედავად ივანიშვილის და მისი მთელი ბანდის განცხადებებისა, რომ საქართველო იყო დამნაშავე, ჩვენ ეს მოვიპოვეთ. წინ გვაქვს დიდი ბრძოლები, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში დამთავრდება საქართველოს დეოკუპაციით და გამთლიანებით, ამაში დარწმუნებული ვარ ისევე, როგორც იმაში, რომ საქართველოში გათენდება და სიბნელე, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის თავს, გადავა“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

 

Aburjga Tasmanieli ეხ.... ! თქვენს გამარჯვებებს ვინ მოთვლის მთავარსარდალო?! პოეტმა ტყუილად კი არ თქვა წინასწარმეტყველური ფრაზები ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები... დანარჩენი კი იცით ყველამ!
4 წლის უკან