ის, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები და მათთან დაახლოებული პირები ვერაფრით იგებენ, რატომ მიდის ივანიშვილი ან რა არის მისი ქველმოქმედების არსი, არის არა მათი გააზრებული პიარი, არამედ რომლის გაგებაც მათ საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე არ შეუძლიათ,- ამის შესახებ ტელეკომპანია ნათქვამია ტელეკომპანია ,,პოსტვ“-ის მიერ მომზადებულ ვრცელ ვიდეორგოლში ,,კვირის პოსტი - საკუთარ ალოგიკურობაში დაკარგული ოპოზიციური სპექტრი“ .
როგორც წამყვანი აღნიშნავს, ისინი კომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ - მთელი 8 წლის განმავლობაში გვიმტკიცებდნენ, რომ ივანიშვილი საკუთარი ნებით ხელისუფლებას არ დათმობს, რომ არის დიქტატორი და მისი დამარცხება მხოლოლოდ რევოლუციის გზით შეიძლება, თუმცა „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ არჩევნები მოიგო და მიხუედავად ამისა ძალაუფლება მაინც დატოვა. მეგალო მანიაკების ათვლის სისტემაში კი ეს საერთოდ წარმოუდგენელი ფენომენია.
მისი თქმით, ცხადია ასეთი ადამიანები ვერაფრით მიხვდებიან რატომ დაამარცხა ივანიშვილომა ისინი 2012 წელს პოლიტიკაში მოსვლით და რატომ გაანადგურა საბოლოოდ 2020 წელს პოლიტიკიდან წასვლით.
,,ოპოზიციის ჩამოუყალიბებელი განცხადებები რამდენიმე დღის წინ, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულმა ვრცელმა წერილმა გამოიწვია, რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა ბოლო 8 წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები შეაფასა და საზოგადოებას პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ამცნო. ასევე ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკური ასპარეზის დატოვებამდე „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ საკუთარი ქონების უმეტესი ნაწილი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადასცა”,- ამბობს ავტორი.
მისი თქმით, ძალაუფლების ვნებით შეპყრობილი ადამიანები ვერაფრით დაინახავენ ივანიშვილში კაცს, რომლისთვისაც პოლიტიკაში ყოფნა მხოლოდ ქველმოქმედება იყო და რომელსაც ეს ძალაუფლება აწუხებდა ისევე, როგორც ხარბი ადამიანი ქველმოქმედს ვერაფერს გაუგებს და ყოვეკთვის იფიქრებს, რომ მსგავსი ქმედებები ფანტომია და მის მიღმა რაღაც სხვა ინტერესი არსებობს.
,,განა ასე არ იყო როდესაც 2011 წლიდან მოყოლებული, საკუთარი ფანტაზიებიდან გამომდინარე ივანიშვილს და მის ხელისუფლებას აბრალებდნენ იმას, რასაც თვითონ სჩადიოდნენ. ცდილობდნენ, გირგვლიანის ტრაგედია გაეერთიანებინათ აბსოლუტურად სხვა ქეისებთან, მაგალითად სხვა ახალგაზრდათა დაღუპვასთან. ისინი ეძებდნენ ბნელ ოთახში კატას მაშინ, როდესაც კატა იქ არ იმყოფებოდა. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებთან რაიმე სახის კეთილშობილურ მოტივებზე საუბარიც კი ზედმეტია. სააკაშვილის მრევლისთვის პოლოიტიკა არის არა მხოლოდ ძალაუფლების მანიაკალური წყურვილი, არამედ სხვათა დაუსჯელი ჩაგვრის წინაპირობა, რაც მათი არსებულის მოდუს ვივენდია. ზოგადად ჰუმანური მიდგომა მათთვს სრულიად უცხოა”,- ნათქვამია ვიდეობლოგში.