თბილისის მერია მარტოხელა მოხუცების დახმარებას აგრძელებს

თბილისის მერია მარტოხელა მოხუცების დახმარებას აგრძელებს

თბილისის მერია მარტოხელა მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეების დახმარებას აგრძელებს. დახმარებისთვის განკუთვნილი კვების პროდუქტების დაფასოების პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ილია ელოშვილთან და გამგებლებთან ერთად დაესწრო. პანდემიის პირობებში სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების საკვებით მომარაგების მიზნით, თბილისის მერიამ მილიონ 200 ათასი ლარი გამოყო. მთლიანობაში, აღნიშნული თანხის ფარგლებში, 20 000 პაკეტი გაიცემა. ამ ეტაპზე, დროებით საწყობში 11 000 პაკეტი ინახება.
დაფასოებული ნობათი თბილისის ათივე რაიონში გადანაწილდა. დარიგების აქციაში, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე რაიონის გამგეობის თანამშრომლებთან ერთად ჩაერთო. ნობათების დარიგების პროცესი მარტოხელა მოხუცებისთვის ეტაპობრივად გაგრძელდება.