ადამიანთა ამ 3 კატეგორიისთვის ვაქცინის გაკეთება საშიშია - რჩევები გიორგი ფხაკაძისგან

ადამიანთა ამ 3 კატეგორიისთვის ვაქცინის გაკეთება საშიშია - რჩევები გიორგი ფხაკაძისგან

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ საუბრისას და იმ 3 ჯგუფს გამოყოფს, ვისთვისაც ვაქცინის გაკეთება რეკომენდებული არაა. მათ სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს:

"18 წლამდე მოზარდებისთვის ვაქცინის გაკეთება არ შეიძლება. ამ ჯგუფში Pfizer-ის ვაქცინის კვლევები არ ჩატარებულა.

ფეხმძიმისთვის ვაქცინის გაკეთება არაა რეკომენდებული.

სიფრთხილე მართებთ მათ, ვისაც სხვადასხვა ტიპის ალერგია აქვს. ალერგიებმა შესაძლებელია, უკუჩვენება მოგცეთ. ეს ვაქცინაცია იქნება ოდნავ სხვანაირი, ვიდრე ადრე იყო. პაციენტი უნდა იყოს მომზადებული, ინფორმაცია უნდა იყოს შეგროვებული“, - განაცხადა ფხაკაძემ.