ჩემი სურვილია, რომ ნაცვლად იმისა, პაველ ჰერჩინსკი დაემალოს ქართველ ხალხს, უპასუხოს კითხვებს - აპირებს თუ არა გააგრძელოს იმ ადამიანის დაფინანსება, რომელიც მოუწოდებს პოლიტიკური მკვლელობისკენ და ქილიკობს ადამიანის სიკვდილზე, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში“ წევრისა და რადიკალური ოპოზიციის აქტივისტის ანანო ცინცაბაძის და ევროკავშირის ელჩის შეხვედრას.
მისი თქმით, პაველ ჰერჩინსკიმ უნდა გასცეს ქართველ ხალხს პასუხი დაგროვილ კითხვებზე.
„გაირკვა, რომ ევროკავშირის მოქალაქეების ფულით ფინანსდება ადამიანი, რომელიც მოუწოდებს პოლიტიკური მკვლელობისკენ და ცინიკურად და ქილიკით საუბრობს საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსის ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალებაზე. აქ რა თქმა უნდა ჩვენ გარკვეულ პარალელებსაც ვხედავთ იმასთან, რაც დღეს ამერიკაში ხდება ლიბერალების მხრიდან, როდესაც ქილიკობენ ადამიანის სიკვდილზე. ზუსტად იგივე მორალის, იგივე სახის მქონე ადამიანებთან გვაქვს სამწუხაროდ საქართველოში საქმე და ფაქტია, რომ ეს ადამიანი ფინანსდება ევროკავშირის მოქალაქეების ფულით. ეს ყველაფერი შეიძლება ევროკავშირის ელჩმა არ იცოდა, რომ ის აფინანსებს ადამიანს, რომელიც მოუწოდებს პოლიტიკური მკვლელობისკენ და ქილიკობს ადამიანის გარდაცვალებაზე, მაგრამ ხომ გაიგო რამდენიმე დღეა?! და იმ განცხადებებზე უარესია ის დუმილი, რომელსაც ჩვენ პაველ ჰერჩინსკისგან ვხედავთ. ეს არის სწორედ ის პრობლემა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ერთი მხრივ, როდესაც კარგი საქმეები კეთდება მათი დაფინანსებით ამით თავს იწონებენ, ფოტოებს იღებენ, მაგრამ რომ ირკვევა, რომ მათი დაფინანსებული ადამიან