საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 097 ადამიანს დაუდასტურდა, 3 208 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე განახლდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 221 605 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 203 547-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 377 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 420 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5 677 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში 1 393ადამიანი იმყოფება.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.