წელს ჩუღურეთში გრუნტის დამჭერი კედელი 45 მისამართზე მოეწყო

წელს ჩუღურეთში გრუნტის დამჭერი კედელი 45 მისამართზე მოეწყო

ჩუღურეთის რაიონში, მიმდინარე წელს გრუნტის დამჭერი კედელი 45 მისამართზე მოეწყო და მსგავსი სამუშაოები ამჟამადაც გრძელდება. მათ შორის, ცხრა ძმის N61-ში 300 კვადრატულ მეტრზე, მწვავედ ავარიული ფერდობის გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

მიმდინარე პროცესი ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატთან რიმა ბერაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„ვასრულებთ 2020 წლის ბიუჯეტით განსაზღვრულ ყველა პროექტს - წელს მთელ რაიონში 700-მდე ლოკაცია მოვიცავით. ამჯერადაც, ჩვენთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტული იყო გამაგრების სამუშაოები, როგორც ძველი, თბილისური ტიპის ეზოებში, ასევე, ფერდობის შემაკავებელი კონსტრუქციები. 40 ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგეთ. ასევე, სანიაღვრე და წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია განხორციელდა. ხოლო 7 მისამართზე ახალი სპორტული მოედანი და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკვერები მოვაწყვეთ“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

ცხრა ძმის N61-ში მიმდინარე სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 90 000 ლარია.

amo სამაგიეროდ ვასაძემ დიდ დიღომში ტარიელის ქუჩა "ნაფრეზით" გაგვისწორა! ისეთი სანახავია ავ თვალს არ ენახვება. ახლა ავთანდილის ქუჩას მიხედავს, რადგან ტარიელზე რომ ვერ დადიოდნენ მანქანები ყველა ავთანდილის ქუჩას მოაწყდა და ორმოების რიცხვიც გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა და დაღრმავდა. მოკლედ საშინელებაა. ძნელი დასაჯერებელია, რომ მირიან მეფის გვერდზე ორ ნაბიჯში ასეთი მდგომარეობაა. იმედია ვასაძე ამ ქუჩაზეც იზრუნებს.
3 წლის უკან