მზის სისტემის ორი ყველაზე დიდი პლანეტა, სატურნი და იუპიტერი, ერთმანეთთან ყველაზე ახლოს აღმოჩნდება.
აღნიშნულ მოვლენას „დიდი შეერთება“ ჰქვია, რომლის დროსაც ორი პლანეტა ერთმანეთთან იმდენად ახლოს აღმოჩნდება, რომ ღამის ცაზე ერთ კაშკაშა მანათობელ სხეულად გამოჩნდება.
„დიდ შეერთებაზე“ დაკვირვება 21 დეკემბრის საღამოდან, საქართველოს ცაზე შეუიარაღებელი თვალითაა შესაძლებელი.