ქალმა, რომელიც შეყვარებულმა მშობლებს სიმსუქნის გამო არ გააცნო, 90 კილოგრამი დაიკლო

ქალმა, რომელიც შეყვარებულმა მშობლებს სიმსუქნის გამო არ გააცნო, 90 კილოგრამი დაიკლო

საკუთარი თავი ისეთები უნდა გიყვარდეთ, როგორებიც ხართ, ხოლო თუ რომელიმე დეტალი დისკომფორტს გიქმნით აუცილებლად უნდა შეცვალოთ, სწორედ ასე ფიქრობს 30 წლის მარტოხელა დედა სამანტა როული, რომელმაც შემთხვევით აღმოაჩინა, რომ მეგობარი მამაკაცი მას მშობლებს მისი სიმსუქნის გამო არ აცნობდა.

გოგონამ გადაწყვიტა, ყოფილ შეყვარებულზე შური ეძია, თუმცა დროთა განმავლობაში მიხვდა, რომ ლამაზი და ჯანმრთელი სხეული მისი მიზანი იყო და არა ყოფილი მეგობარი მამაკაცის დასაბრუნებელად გადადგმული ნაბიჯი.

"როდესაც მივხვდი, რომ ადამიანების აზრს ჩემზე ზეგავლენა არ უნდა მოეხდინა, მაშინ მივხვდი რეალურად რა მსურდა, გადავწყვიტე საკუთარი სხეული შემეცვალა და გავმხდარიყავი ისეთი, როგორიც თავად მინდოდა."