გიგი უგულავა: ყველა პროცესს ჰყავს თავისი იუდა და ეს ჟანრის მიხედვით საჭიროა

გიგი უგულავა: ყველა პროცესს ჰყავს თავისი იუდა და ეს ჟანრის მიხედვით საჭიროა

„მეგობრები აღარ ვართ და მინდა მათ ვთხოვო, რომ ოღონდ პარლამენტში პირველ სხდომაზე ნუ აღმოჩნდებით, მერე თუ გინდათ გვაგინეთ. დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტში არავინ არ შევა, მაგრამ თუკი თითო კინკილა ვინმე აღმოჩნდება ისეთი, რომ შევა, ყველა პროცესს ჰყავს თავისი იუდა და ეს ჟანრის მიხედვით საჭიროა. თუ მაინც ვინმე ამას დათანხმდება, ვერავის დაარწმუნებს, რომ ფული არ აუღია.” - განაცხადა გიგი უგულავამ