პარიზში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

პარიზში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

პარიზში ათასობით ადამიანი პოლიციის ძალადობისა და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის უსაფრთხოების პოლიტიკის გასაპროტესტებლად შეიკრიბა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.

დემონსტრანტებმა მაღაზიის ვიტრინებზე მიიტანეს იერიში. ბრიტანული მედია წერს, რომ პოლიციასა და პროტესტის მონაწილეებს შორის ძალადობრივი შეტაკება მოხდა.

საფრანგეთში პროტესტის ტალღა პოლიციელების მიერ ფერადკანიანი მუსიკალური პროდიუსერის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეოს გავრცელებას მოჰყვა.

სადავოდ მიიჩნევა კანონპროექტი, რომლის თანახმად სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა პოლიციისთვის ბოროტი განზრახვით ვიდეო, ან ფოტო გადაღება.

ოპონენტები ამბობენ, რომ ეს ძირს უთხრის პრესის თავისუფლებას, როდესაც საქმე ეხება პოლიციის სისასტიკის აღბეჭდვას, მაგრამ მთავრობა აცხადებს, რომ ამით ოფიცრებს პირდაპირი შეურაცხყოფისგან დაიცავს.