ნამიბიაში არჩევნებში ადოლფ ჰიტლერმა გაიმარჯვა, რომელსაც სახელი ნაცისტური გერმანიის ლიდერის პატივსაცემად დაარქვეს. Daily Mail-ის ცნობით, პოლიტიკოსის სრული სახელი ადოლფ ჰიტლერ უუნონაა და მან ყოფილ გერმანულ კოლონიაში ხმათა 85% მიიღო.
ადოლფ ჰიტლერი მმართველი პარტიის, „სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის სახალხო ორგანიზაციის“ სახელით იყრიდა კენჭს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მან 1 196 ხმა, მისმა კონკურენტმა კი 213 ხმა მიიღო.
„მამაჩემმა ნაცისტური გერმანიის ლიდერის პატივსაცემად დამარქვა. ალბათ, ის ვერ ხვდებოდა, თუ რისთვის იბრძოდა აფოლფ ჰიტლერი. ბავშვობაში ჩემს სახელში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავდი, როცა გავიზარდე, მერე მივხვდი, რომ ამ ადამიანს მთელი მსოფლიოს დაპყრობა სურდა, მაგრამ სახელის შეცვლა უკვე გვიანი იყო“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.