ლევან რატიანმა კორონავირუსით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზებისთვის აუცილებელი სიმპტომები დაასახელა

ლევან რატიანმა კორონავირუსით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზებისთვის აუცილებელი სიმპტომები დაასახელა

როდესაც პაციენტს, ტემპერატურა და ხველა უგრძელდება, ტემპერატურა აღემატება 38 გრადუსს და ეს გრძელდება 48 საათზე მეტი, აქვს შეუპოვარი ხველა, ძლიერი საერთო სისუსტე, აღნიშნულიდან გამომდინარე მიუხედავად ასაკისა, დაავადებისა ესეთი პაციენტები ექვემდებარებიან ჰოსპიტალიზაციას, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

„შეიძლება სუნთქვის უკმარისობა ჰქონდეს ადამიანს და ამას ვერ გრძნობდეს, ამიტომ არის ეს ვირუსი ვერაგი. სატურაცია არის განმსაზღვრელი, მაგრამ ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის, ამიტომ პირველი საგანგაშო არის ცხელება, 38+1, რომელიც არის 48 საათის განმავლობაში“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 15 2704 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 12 6904-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 425 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.