ნიკა ჩიტაძე: მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინვესტიციების მოცულობა შესაძლოა, მნიშვნელოვნად შემცირდეს

ნიკა ჩიტაძე: მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინვესტიციების მოცულობა შესაძლოა, მნიშვნელოვნად შემცირდეს

ძალიან კარგად მესმის, რომ 2020 წელს საქართველოში იგივე მსოფლიო „ბანკის მონაცემებით“ შესაძლებელია ინვესტიციების მოცულობა შემცირდეს დაახლოებით 40%-ით და ამაში ექსტრაორდინალურს ვერაფერს ვხედავ, რადგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით შესაძლებელია ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდეს, - ამის შესახებ ექსპერტმა, ნიკა ჩიტაძემ ნამდვილ რიცხვებში განაცხადა.

მისი თქმით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინვესტიციების მოცულობა შესაძლოა, მნიშვნელოვნად შემცირდეს.

„ერთი მხრივ, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქეს, ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში არ შეიძლება არ მახარებდეს, როდესაც ქვეყნის რეიტინგი ამა თუ იმ მიმართულებით, სოციალ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური მიმართულებით უმჯობესდება და ამას აღნიშნავენ გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ, თუმცა ამ შემთხვევაში კითხვები არსებობს თუნდაც ინვესტიციების შემოდინებასთან დაკავშირებით. ძალიან კარგად მესმის, რომ 2020 წელს საქართველოში იგივე მსოფლიო „ბანკის მონაცემებით“ შესაძლებელია იგივე ინვესტიციების მოცულობა შემცირდეს დაახლოებით 40%-ით და ამაში ექსტრაორდინალურს ვერაფერს ვხედავ, რადგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით შესაძლებელია ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდეს. თუ 2019 წელს საერთაშორისო ინვესტიციები, როგორც საპორტფელო, ასევე პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა შეადგენდა 1 ტრილიონ 500 მილიარდ აშშ დოლარს, შესაძლებელია, რომ 500 მილიარდი დოლარით იქნას შემცირებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოში გასაგებ მიზეზთა გამო.

საქართველოში ინვესტიციების კლება, შესაძლოა, გარკვეული ობიექტური საგარეო ფაქტორების გამო, მაგრამ შეინიშნებოდა თუნდაც 2018-2019 წლებშიც, რამაც ნეგატიური ასახვა ჰპოვა თუნდაც იგივე ლარის კურსზე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დადებით რეიტინგებზე, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ მისასალმებელია, მაგრამ არსებობს კითხვებიც, მაგალითად, რატომ მოხდა რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.