გიორგი გახარია: ბიუჯეტის განხილვებში უკიდურესად მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური მხარის მონაწილეობა, რომელსაც ეს საქართველოს მოქალაქემ დაავალა

გიორგი გახარია: ბიუჯეტის განხილვებში უკიდურესად მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური მხარის მონაწილეობა, რომელსაც ეს საქართველოს მოქალაქემ დაავალა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში ბიუჯეტის განხილვაში ყველა პოლიტიკური ძალის მონაწილეობას უკიდურესად მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ამ განხილვებში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქემ და შესაბამისად დაავალა მსგავს ქვეყნისთვის სისტემურად მნიშნელოვანი დოკუმენტების განხილვაში მონაწილეობა.

„ბიუჯეტი ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტია, რომლის განხილვაც უნდა დაიწყოს პარლამენტში. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ განხილვებში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქემ და შესაბამისად დაავალა მსგავს ქვეყნისთვის სისტემურად მნიშნელოვანი დოკუმენტების განხილვაში მონაწილეობა. იმედი გვაქვს, ასეც მოხდება და უახლოეს პერიოდში, ახალ წლამდე გვექნება შესაძლებლობა, საინტერესო, თუმცა მწვავე დისკუსიების ამ ბიუჯეტის ირგვლივ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.