გიორგი გახარია: ორთვიანი შეზღუდვები უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტური, რათა თებერვლიდან სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელება შევძლოთ

გიორგი გახარია: ორთვიანი შეზღუდვები უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტური, რათა თებერვლიდან სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელება შევძლოთ

ჩვენ გამო​ვაცხადეთ ინტენსიური ტესტირების ახალი გრაფიკი, რომელიც გუშინ დაიწყო და უახლოეს პერიოდში დღეში 20 000 ტესტს მიაღწევს. ეს არის პარალელური პროცესი, რომელმაც შეზღუდვების პერიოდში ხელი უნდა შეუწყოს ეპიდემიის გავრცელების დონის სწრაფ გამოვლენას, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ გამოვაცხადეთ ორთვიანი წერტილოვანი მიზნობრივი შეზღუდვების კონკრეტული გეგმა, რომელმაც უნდა დაასტაბილუროს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ტემპი. მინდა გითხრათ, რომ ამავდროულად ჩვენ ​ვაცხადებთ ინტენსიური ტესტირების ახალ გრაფიკს, რომელიც გუშინ დაიწყო და უახლოეს პერიოდში დღეში 20 000 ტესტს მიაღწევს. ეს არის პარალელური პროცესი, რომელმაც შეზღუდვების პერიოდში ხელი უნდა შეუწყოს ეპიდემიის გავრცელების დონის სწრაფ გამოვლენას. მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, სახელმწიფოს ხარჯზე ყოველდღიურად 20 000 ტესტი გაიკეთონ, გარდა იმისა, რასაც კომერციული სექტორი გააკეთებს. ამ ნაბიჯს აქვს კონკრეტული მიზანი - შეზღუდვების ორთვიანი გეგმა უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად გამოვავლინოთ ინფიცირების შემთხვევები, მოვახდინოთ მათი იზოლაცია ან მკურნალობა, რათა თებერვლიდან სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა გვქონდეს“, - განაცხადა გახარიამ.