„ჩვენ წარვადგინეთ დაბალანსებული ბიუჯეტი, რომლის ძირითადი ამოცანა პანდემიასთან ბრძოლაა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„მოგეხსენებათ, პარლამენტში წარვადგინეთ 2021 წლის ბიუჯეტი, რომელიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ეს არის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ჩვენ უნდა ვიცხოვროთ 2021 წელი - ფინანსური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს, როგორი იქნება ქვეყანა.
ბიუჯეტი გახლავთ დაბალანსებული, რომლის ძირითადი მიზანია პანდემიასთან ბრძოლაა, მიზნობრივი სოციალური დახმარება მოსახლეობისთვის, ბიზნესისთვის და რა თქმა უნდა, ეკონომიკური მომზადება პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენისთვის.
ეს არის ბიუჯეტი, რომელზეც სავალუტო ფონდთან ერთად ვიმუშავეთ. ის ითვალისწინებს ყველა იმ ძირითად კომპონენტს, რომელიც აუცილებელია კრიზისში, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.