კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1,676 თბილისში, 591 იმერეთში, 525 კი აჭარაში დაფიქსირდა

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1,676 თბილისში, 591 იმერეთში, 525 კი აჭარაში დაფიქსირდა

დღეს დადასტურებული 4 260 შემთხვევიდან, თბილისში 1 676, ხოლო აჭარაში 525 შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს დადასტურებული 4,260 შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 676 შემთხვევა, აჭარაში-525, იმერეთში-591, ქვემო ქართლში-351, შიდა ქართლში-294, გურიაში-131, სამეგრელო-ზემო სვანეთში-274, კახეთში-166, მცხეთა-მთიანეთში-134, სამცხე-ჯავახეთში-88, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-30.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 655. მათ შორის, 6 561 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 843, აჭარაში-1 043, იმერეთში-1 255“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 147 636 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 124 568-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 387 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 1 980 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 397 პაციენტი. ​კოვიდ-სასტუმროში 3 798 ადამიანი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.