გიორგი გახარია: შეზღუდვების პირველ შედეგებს იანვრის შუა რიცხვებამდე ვერ ვიგრძნობთ

გიორგი გახარია: შეზღუდვების პირველ შედეგებს იანვრის შუა რიცხვებამდე ვერ ვიგრძნობთ

შეზღუდვების პირველ შედეგებს იანვრის შუა რიცხვებამდე ვერ ვიგრძნობთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ შეზღუდვების შედეგებს ჩვენი მოქალაქეები, ჯანდაცვის სისტემა, თითოეული ჩვენგანი 4-5 კვირის შემდეგ ვიგრძნობთ. ეს იქნება უმნიშვნელო შეღავათი, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს ამ შეზღუდვების მნიშვნელობა. ეს არ არის „ლოკდაუნი“. წარმოება, ყველაფერი მუშაობს, აქ საუბარია არასაბაზისო პირველადი მოთხოვნების სერვისებზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რა ახალი შეზღუდვები ამოქმედდება საქართველოში 28 ნოემბრიდან. სრულად.