ინგლისურ ენაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიცა, 2011 წლის საუკეთესო ევროპული მოთხრობების კრებული. საუბარია საკმაოდ პოპულარულ, საუკეთესო მოთხრობის ანთოლოგიის სერიაზე, რომელიც ერთ–ერთი წამყვანი ამერიკული გამომცემლობა “Dalkey Archive Press“-ის მიერ ყოველწლიურად გამოდის და 40-მდე ევროპული ქვეყნიდან შერჩეულ საუკეთესო მხატვრული ნაწარმოებების კრებულს წარმოადგენს.
წელს აღნიშნულ კრებულში პირველად ქართველი მწერლის ნაწარმოებიც შევიდა. ზურაბ ლეჟავას მოთხრობამ “მაცივარი სექსისა წილ“ ამერიკული გამომცემლობის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა და “2011 წლის საუკეთესო ევროპული მოთხრობის“ ანთოლოგიაში დაიბეჭდა.
ამერიკულ გამომცემლობა “Dalkey Archive Press“–თან თანამშრომლობა 2010 წელს, “2011 წლის საუკეთესო ევროპული მოთხრობის“– პროექტის ფარგლებში დაიწყო. 2011-2012 წელს იგეგმება “Dalkey Archive Press“-ის, კიდევ ერთი, ახალი პროექტის - “თანამედროვე ქართული მოთხრობის ანთოლოგია“ - განხორციელება.
ანთოლოგია გამოიცემა როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით და მას 100 000 - ზე მეტი მკითხველი ეცნობა აშშ-სა და ევროპაში. გამოცემამ წელს საკმაოდ დიდი შეფასებები და გამოხმაურებები დაიმსახურა საერთაშორისო პრესაში, როგორიცაა “The New York Times“, “The wall Street Journal“, “The guardian“, “The New Republic“.