ჰელენ მირენს ჰოლივუდი არ ეპიტნავება

ჰელენ მირენს ჰოლივუდი არ ეპიტნავება

ბოლო პერიოდში არაერთი ცნობილი მსახიობი გამოვიდა საჯაროდ, ჰოლივუდის კრიტიკით. მსახიობების ერთ ნაწილს არ მოსწონთ როგორც თანამედროვე ჰოლივუდის ხელოვნებისადმი დამოკიდებულება, ასევე ჰოლივუდელი მსახიობების ცხოვრების წესი.

 

ასეთ მსახიობთა შორის აღმოჩნდა, ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ქალი –  ჰელენ მირენი. ჰელენის აზრით, დღეს ჰოლივუდში გაბატონებულია არც მეტი, არც ნაკლები – მამაკაცის პენისის კულტი და ამ კულტს როგორც ქალები, ასევე კაცების ერთი ნაწილიც ეთაყვანება.

 

ჰელენ მირენი სწუხს იმაზე, რომ ბოლო პერიოდში გადაღებულ ჰოლივუდურ ფილმებში აქცენტი კეთდება მხოლოდ და მხოლოდ სექსის ელემენტებზე და განსაკუთრებით კი, ტიტლიკანა მამაკაცებზე. სწორედ ამიტომ, ქალის როლი მეტად არის დაკნინებული.

 

ბრიტანელ მსახიობს არ აშინებს ის, რომ  შესაძლებელია თავისი სიტყვების შემდეგ, პენისის კულტის ფანატიკოსთა და ჰომოსექსუალთა მრავალრიცხოვანი არმია აუჯანყდეს და პენისის კულტის ესოდენმა გაბაიბურებამ მათ პატივმოყვარეობაზე მტკივნეულად იმოქმედოს. ოსკაროსანი ქალბატონი ფიქრობს, რომ ჰოლივუდში სასიკეთო ძვრები არ შეინიშნება და წუხს ამაზე.

 

ბოლოს კი გეტყვით, რომ მალე ეკრანზე გამოვა ახალი ფილმი "ქარიშხალი", რომელიც გადაღებულია შექსპირის შემოქმედების მიხედვით, სადაც ჰელენი ჯადოქარ პროსპეროს როლს ასრულებს.