სახელგანთქმული კონიაკის - Louis XIII Black Pearl Magnum უკანასკნელი ბოთლი ვანკუვერის საერთაშორისო აეროპორტის duty free მაღაზიაში რეკორდულ თანხად – 34 000 დოლარად გაიყიდა. ამ ძვირფასი სასმელის ახალი პატრონი ჩინელი ცოლ-ქმარი გახდა. კონიაკი Louis XIII Black Pearl Magnum კონიაკის სახლ Remy Martin–ისა და ბროლის მწარმოებელი ფირმა Baccarat–ს თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.
Baccarat–ის ოსტატებმა სპეციალურად ამ სასმელისთვის შექმნეს ბროლის გრაფინი, რომელსაც ,“შავი მარგალიტი” უწოდეს. კონიაკი Louis XIII Black Pearl Magnum ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას და იშვიათ სასმელად ითვლება. მის კუპაჟში დაახლოებით 1200 სახეობის სპირტი შედის, რომელთაგან ზოგიერთის ასაკი 100 წელსაც კი აჭარბებს.
დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ კონიაკად მიჩნეულია Henri IV Dudognon, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშიცაა შესული. ამ 41 გრადუსი სიმაგრისა და 100 წლის დაძველების კონიაკის ერთი ბოთლი დაახლოებით 2 მილიონი დოლარი ღირს. ძალზე ძვირად ფასობს აგრეთვე Hennessy Beaute de Siecle, რომელიც ლიმიტირებული რაოდენობით, სულ 100 ბოთლი ჩამოისხა და მისი ერთი ბოთლის ფასი 155 ათას დოლარს აღწევს.