“ბიტლზის“ რეინკარნაცია

“ბიტლზის“ რეინკარნაცია

როგორც იცით, დიდი ბრიტანელი მუსიკოსისა და კომპოზიტორის, ჯგუფ  “ბიტლზის“ ერთ–ერთი დამაარსებლის – ჯონ ლენონის გარდაცვალებიდან 30 წელი შესრულდა. ლენონი ყველა თაობის მელომანებში კვლავ პოპულარულია და მის სიმღერებზე მოთხოვნა არ კლებულობს. სწორედ ამიტომ, პროდიუსერები იგონებენ ათასგვარ ხერხხა და ტრიუკს, იმისთვის, რათა ლენონისა და სხვა “ბიტლზელების“ უდიდესი ავტორიტეტი, ახალი შემოსავლების მიღების წყაროდ აქციონ

 

ლეგენდარული ჯგუფის, ”ბიტლზის”, ცოცხალი და აწ. გარდაცვლილი წევრები ლოს-ანჯელესში "Hollywood Bowl"-ის მოედანზე კონცერტის მონაწილეებს შეუერთდებიან. პოლ მაკარტნი და რინგო სტარი სიმღერებს ცოცხლად შეასრულებენ, ხოლო ჯონ ლენონი და ჯორჯ ჰარისონი შოუში მონაწილეობას ციფრული გამოსახულების სახით მიიღებენ.

 

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა. ბრიტანული გამოცემების ვარაუდით, კონცერტის გამართვა მომავალი წლის 27 აგვისტოსთვის არის დაგეგმილი. ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება, კერძოდ, მსოფლიოში მშვიდობის დამყარებასა და მკერდის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლას. ლივერპულულმა ჯგუფმა "Hollywood Bowl"-ის მოედანზე კონცერტი ორჯერ - 1964-65 წლების აგვისტოში გამართა.