მაიკლ ჯექსონი ახალი გაწამაწიის მიზეზი გახდა

მაიკლ ჯექსონი ახალი გაწამაწიის მიზეზი გახდა

მაიკლ ჯეკსონის ახალ დისკს, “Michael"-ს, უსიამოვნებები კვალდაკვალ სდევს. ოფიციალურ რელიზამდე ერთი კვირით ადრე, იგი ინტერნეტში აღმოჩნდა, მისი გაყიდვა კი 14 დეკემბრიდან იგეგმება. კომპანია “Sony“, რომელიც ალბომზე უფლებებს ფლობს, მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.

 

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის გაზაფხულზე ჯეკსონის მემკვიდრეებთან ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, კომპანია აპირებს, შვიდი წლის მანძილზე ჯეკსონის ათი ახალი ალბომი გამოუშვას. დისკი “Michael“ მათგან პირველია.

 

ალბომი შეიცავს ჯეკსონის ადრეულ სიმღერებს, რომლებიც ჯერ არ გაჟღერებულა და ისინი საბოლოოდ მომღერლის გარდაცვალების შემდეგ დამუშავდა. “Michael“-მა უკვე მოიპოვა სკანდალური პოპულარობა. კერძოდ, მაიკლ ჯეკსონის ძმამ, რენდი ჯეკსონმა, განაცხადა, რომ დისკი ყალბია. მოგვიანებით პაროდისტმა რიკი გალიანომ აღნიშნა, რომ 2010 წლის ოქტომბერში უცნობი ადამიანის თხოვნით მან ჩაწერა რამდენიმე ტრეკი. ამასთან, მას სთხოვეს, თავისი ხმა პოპის მეფის ხმისთვის მაქსიმალურად მიემსგავსებინა. გალიანო ფიქრობს, რომ ჯეკსონის ახალ დისკში სწორედ მისი ხმა ჟღერს.

 

Atb.ge