რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სამხატვრო და სამუსიკო სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა.
დეპუტატის განცხადებით შეხვედრების მთავარი მიზანი ყოველთვის ერთია. იგრძნონ გოჩა ენუქიძის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის თანადგომა.
გოჩა ენუქიძის განცხადებით თითოეული სფეროს წარმატებული განვითარება მუნიციპალიტეტების სიძლიერის განმაპირობებელია, ამიტომ იქნება მათ გვერდით ყველა კეთილ საქმეში დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის.