პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა.
უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, სხვა პირებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებსაც ასევე ჩაუტარდათ PCR ტესტირება. პასუხი უარყოფითია, მათ არ დაუდასტურდათ კოვიდინფექცია.
ეპიდუსაფრთხოების წესების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე თვითიზოლაციაში გადავიდა.