„ეს ფილმი ნანახი გვაქვს 2016 წლის არჩევნების დროს, როდესაც ზღვით შემოსვლა სურდა. გარკვეულწილად ეს ყველაფერი ღიმილის მომგვრელია ჩემთვის. – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სააკაშვილის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
„დაბრუნდეს, არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები, საქართველოს მართლმსაჯულება მუშაობს და მას დახვდება მართლმსაჯულების ძალიან გამართული სისტემა, ჩვენ უკრაინასთან მის გამონათქვამებთან და პოზიციებთან დაკავშირებით გვქონდა პრობლემები.
რა თქმა უნდა, საარჩევნო პროცესში, არ აქვს მნიშვნელობა ის იქნება რაიმე სტატუსის მატარებელი, ეკავება თუ არა რაიმე თანამდებობა, საარჩევნო კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ უცხო ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, თუ ის ერევა საარჩევნო პროცესში, ეს არის საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა.
დარწმუნებული ვარ, ამაზე ექნება შესაბამისი რეაგირება ყველა იმ საერთაშორისო დამკვირვებელს, რომელიც მოწვეული გვყავს და დააკვირდება ამ პროცესს და ამას მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.