“პირველივე დღიდან ვსაუბრობდით, რომ ამ წერილს ბატონ გახარიასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მან მამუკა ხაზარაძის მიერ წარმოდგენილ „მუქარის წერილთან“ დაკავშირებით პროკურატურის დასკვნასა და მის ირგვლივ ოპოზიციის განცხადების შესახებ ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა - ერთ-ერთი ასეთი შეფასების მიხედვით, „ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას გადარჩენას ცდილობს“.
„რაც შეეხება ამ ფაქტს, ამაზე პირველივე დღიდან ვსაუბრობდით, რომ ამ წერილს ბატონ გახარიასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა, რაც მინდა, რომ ასევე კომენტარის სახით გავაკეთო - გადასარჩენიც არაფერი არ სჭირს გახარიას“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
პროკურატურის დასკვნით, ხაზარაძის მიერ წარმოდგენილ „მუქარის წერილზე“ არსებული თითის ანაბეჭდები გიორგი გახარიას არ ეკუთვნის.