“სიტყვას არ და ვერ შეუბრუნებს ნაბახუსარ ინკვიზიტორს, რომელმაც პირდაპირ ეთერში გამოძალვის მოტივით ჩადენილ კიბერდანაშაულში დაგდო ბრალი”

“სიტყვას არ და ვერ შეუბრუნებს ნაბახუსარ ინკვიზიტორს, რომელმაც პირდაპირ ეთერში გამოძალვის მოტივით ჩადენილ კიბერდანაშაულში დაგდო ბრალი”

„ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილი, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს :

“არ ჩაებმები გარდაცვლილი ადამიანის ხსოვნის და ღირსების შეურაცხყოფის გზით სახელმწიფოს დისკრედიტაციის ფერხულში?

არ გამოაყენებინებ თავს და არ შეუერთებ შენს ხმას ამ ამაზრზენ კაკაფონიას?

მაშინ დაიწვები მ ე დ ი ა ი ნ კ ვ ი ზ ი ც ი ი ს კოცონზე და არავინ – პროფესიული სტანდარტის დამდგენი თუ მის სადარაჯოზე ყასიდად მდგომი არცერთი სამოქალაქო ინტიტუცია – სიტყვას არ და ვერ შეუბრუნებს ნაბახუსარ ინკვიზიტორს, რომელმაც პირდაპირ ეთერში გამოძალვის მოტივით ჩადენილ კიბერდანაშაულში დაგდო ბრალი.”