ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი, ბიძინა ივანიშვილის, მმართველობის 8-წლიანი პერიოდი არის ის ერთადერთი, იშვიათი გამონაკლისი, როდესაც ხალხმა იგება მშვიდობისა და თავისუფლების გემო

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი, ბიძინა ივანიშვილის, მმართველობის 8-წლიანი პერიოდი არის ის ერთადერთი, იშვიათი გამონაკლისი, როდესაც ხალხმა იგება მშვიდობისა და თავისუფლების გემო

ჩვენი, ბიძინა ივანიშვილის, მმართველობის 8-წლიანი პერიოდი არის ის ერთადერთი, იშვიათი გამონაკლისი, როდესაც ხალხმა იგება მშვიდობისა და თავისუფლების გემო, - ამის შესახებ „ქართული ონების“ პოლიტიკურმა მდივანმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახმეტაში გამოსვლისას განაცხადა.

ახმეტაში საზოგადოების წინაშე წარდგომისას ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოში 12 წლის წინ დატრიალებულ მოვლენებზე.

„რამდენიმე აქცენტი მინდა გავაკეთო აგვისტოს ომთან დაკავშირებით. მოგვწონს თუ არა, ეს ჩვენი ტკივილია. 12 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, დიდი ტკივილი, რომელიც თითოეულმა ქართველმა განიცხადა. საუბედუროდ, სააკაშვილის უღირსმა ხელისუფლებამ ვერ აგვაცილა ეს უდიდესი განსაცდელი. შედეგად, ჩვენ მივიღეთ დამატებით, დროებით, ტერიტორიების დაკარგვა, ოკუპაცია, რაც ამ ომის ყველაზე მძიმე შედეგია, ჩვენი ძირძველი ტერიტორიების: კოდორი, რომელიც რატომღაც ვითომ დაავიწყდათ, ამ ჩვენს ვიტომ ოპონენტებს; ახალგორი, 100-ზე მეტი სოფელი, ათიათასობით დევნილი, გაუბედურებული, ოჯახებდანგრეული, სახლებიდან აყრილი ჩვენი მოქალაეები. ესაა ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ სულ რაღაც 8 წლის წინ გადმოგვებარა. გადმოგვებარა არა შემთხვევითა და ვინმეს კეთილი ნებით, არამედ თქვენი, ხალხის ძალით და ჩვენი ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მათ შეძლეს შეუძლებელი და ქვეყანაში დაასრულეს ძალადობა, მკვლელობა და ჩაგვრა თანამოქალაეების.

ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველომ საბჭოთა პერიოდის შემდეგ არაერთი ომი გამოსცადა და ბოლო წლები არის ქვეყნისთვის ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი.

„ომები შემთხვევით არ მიხსენებია, რადგან ჩვენი, ბიძინა ივანიშვილის, მმართველობის 8-წლიანი პერიოდი არის ის ერთადერთი, იშვიათი გამონაკლისი, როდესაც ხალხმა იგება მშვიდობა და თავისუფლების გემო. ხალხი დაიღალა ამდენი დესტაბილიზაციით, მუდმივი შუღლით, შიდაგანხეთქილებით, ერთმანეთში ბრძოლით. ჩვენი ხელისუფლების პირობებსი ჩვენ დავასრულეთ ის ქაოსი და დესტაბილიზაცია, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ნგრევა და ომი. ესაა უნიკალური პერიოდი, როდესაც ქვეყანას არ ჰქონია ომი და ის ხელისუფალი და ხელისუფლება, რომელიც ჩვენს ქვეყანას ვერ აარიდებს ყველაზე დიდ შეცდომასა თუ დანაშაულს, უბედურებას, როგორიც არის ტერიტორიების დაკარგვა, არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას არ იმსახურებს, მეგობრებო“, - დასძინა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ეს დესტრუქციული ძალა ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკური ველიდან გაიყვანონ.

პოლიტიკური გაერთიანებამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”, დღეს კახეთში მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი წარუდგინა. წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები ესწრებიან.