სალომე სამადაშვილი: განსაკუთრებით ტრაგიკულია ის, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს ადანაშაულებს 2008 წლის ომში

სალომე სამადაშვილი: განსაკუთრებით ტრაგიკულია ის, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს ადანაშაულებს 2008 წლის ომში

2008 წლის ომი საქართველომ მოიგო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა

მისივე თქმით, 2008 წელს რუსეთის ამოცანა იყო ფაქტობრივად სახელმწიფოებრიობის დასრულება.

„ეს ძალიან ძალიან ძვირი ფასი დაუჯდა ქართველ ხალხს. ჩვენ 2008 წელს ვიბრძოდით ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის, სახელმწიფოსთვის, რომელიც იქნება ინტეგრირებული ნატო-ში და ევროკავშირში. დღეს ჩვენი ვალდებულებაა ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ, რომლისთვისაც დაიღუპა არაერთი ქართველი. ჩემთვის განსაკუთრებით ტრაგიკულია ის ფაქტი, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ძალიან ხშირად ჩვენს სახელმწიფოს ადანაშაულებს 2008 წლის ომში და რუსულ აგრესიაში. გასული 12 წლის განმავლობაში ამ ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ ოდნავ მაინც წინ წავსულიყავით იმ შეთანხმებების შესრულების თვალსაზრისით, რომელიც დაიდო ცეცხლის შეწყვეტის დროს 2008 წელს. ფაქტობრივად, ამ წლების განმავლობაში ჩვენი ტერიტორიების ანექსია გაღრმავდა, იმის მაგივრად, რომ ჩვენ შეგვეჩერებინა ეს პროცესი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

sapiqrali ქალბატონო სალომე, სახელმწიფოს კი არა სააკაშვილს ადანაშაულებენ. სამწუხაროდ მართლები არიან. ტალიავინის დასკვნას და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1633 რეზოლუციასაც თქვენ მოაწერეთ ხელი.
4 წლის უკან
Lolo47 ტრაგიკული თქვენი კლასტერია, ქალბატონო დეიდა!!! და განსაკუთრებულად ტრაგიკული იყო საქართველოსთვის თქვენი 9 წლიანი პარპაში-ბაირამობა, რომელიც, სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება.
4 წლის უკან
Maverick ამ დედა კაცის გამარჯვებულ ომზე ბოდვამ, ჩემი ბავშვობის მეგობრის სოხუმელი ნათესავის მიერ (55 წლის წინანდელი) ნათქვამი ლექსი გამახსენა, რაომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა:

"ნა აჩადარსკომ მოსტუ დრალის
10 გრუზინ ი 100 აბხაზცევ,
დრალის, დრალის
პაკა ნე სრავნიალის,
კაგდა სრავნიალის, ...
აბხაზსცი სდალის!"
4 წლის უკან