COVID-19-ის ახალი ცხელი წერტილები თბილისში - დაინფიცირებული პირები

COVID-19-ის ახალი ცხელი წერტილები თბილისში - დაინფიცირებული პირები "ლილოს" და "დინამოს" ბაზრობებზე იყვნენ დასაქმებული

"ლილოს" და "დინამოს" ბაზრობები დღეს ცხელ წერტილად იქცა, სადაც კორონავირუსის გავრცელების ალბათობა დიდია. გარდაცვლილი მე-16 პაციენტის ოჯახის წევრები, რომელთაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ სწორედ ამ ბაზრობებზე იყვნენ დასაქმებული. ინფიცირებულთა კონტაქტები - პირდაპირი და ირიბი კავშირები მოძიებულია. მათი რაოდენობა 94-ია. ისევ დაუდგენელია ინფიცირების წყარო.

არ არის გამორიცხული, პირველადი ინფიცირების წყაროები გაიზარდოს. ბაზრობებზე სავარაუდო კონტაქტების მოკვლევა ისევ მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ტერიტორიების დაკეტვა არ იგეგმება, თუმცა კონტროლი გამკაცრდება, აქტიურად ჩატარდება თერმოსკრინინგი და დაწესებულ რეგულაციებს მკაცრად გააკონტროლებენ.