2020 წლის დასაწყისში 40 წლის მსახიობმა, რებელ უილსონმა განაცხადა, რომ რომ ამ წელს მის ჯანმრთელობზე ზრუნვას მიუძღვნიდა და როგორც ჩანს ვარსკვლავი პირობას არ არღვევს. რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში რებელის ფოტოები გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ მან წონაში საგრძნობლად დაიკლო. როგორც ჩანს მსახიობმა 18 კილოგრამი დაიკლო.
ახლახანს მან ინსტაგრამზე რამდენიმე ახალი ფოტო გამოაქვეყნა, საიდანაც ვიგებთ, რომ ის ჯანმრთელი ცხოვრების წესს აგრძელებს და ვარჯიშობს. ფოტოებში მას ცის ფერი სპორტული სამოსი აცვია და ვარჯიშის მიზნით Palm Beach-ის ერთ-ერთ მთაზე, Barrenjoey Head-ზე აიდა.