ამერიკელი მეწარმე კომპანია Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში პირველად მოხვდა. ამის შესხებ Forbes წერს.
გამოცემის ცნობით, მასკის ქონება $74,2 მილიარდია. ცნობისათვის 2020 წლის მარტში მასკი უმდიდრესი ადამიანების სიაში 31-ე იყო. მას შემდეგ მისი ქონება სამჯერ გაიზარდა. 2020 წლის დასაწყისიდან Tesla-ს აქციები 300%-ით გაძვირდა.
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში პირველია Amazon-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი. მისი ქონების ღირებულება $189 მილიარდია. მეორეა ბერნარ არნო, რომელიც Louis Vuitton Moët Hennessy ფლობს და მისი ქონება $113, 8 მილიარდადაა შეფასებული. მესამეა სიაში მარკ ცუკერბერგი $90,3 მილიარდით, ხოლო მეოთხეზე სტივ ბალმერი $72,2 მილიარდით.