ამერიკის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა „PACE ტერმინალში“, პორტზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
ქართულ-ამერიკული კომპანია კავკასიის რეგიონში თითქმის 30 წელია ოპერირებს.
საპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოების პროექტში იდება 93 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, საიდანაც 50 მილიონი აშშ დოლარის სესხით აშშ-ის სახელმწიფო სააგენტო აფინანსებს. მშენებლობა 2021 წლის ივნისისთვის დასრულდება. შედეგად კომპანიის ტვირთბრუნვა 5 მლ ტონამდე გაიზრდება და დამატებით 100 სამუშაო ადგილი შეიქმნება.