კაპიტანი ტომ მური, ასი წლის ბრიტანელი ვეტერანია, რომელმაც COVID19-ის დროს ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე ადამიანებისთვის მილიონობით გირვანქა სტერლინგი შეაგროვა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ის 17 ივლისს „სერ ტომი“ გახდა, რაც დედოფალმა ელისაბედ მეორემ რაინდად აკურთხა. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ბრიტანეთის ეროვნული გმირი მას შემდეგ გახდა, რაც რეკორდული 33 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეაგროვა, როცა 100-ჯერ შემოუარა თავის ბაღს სასიარულო მოწყობილობის დახმარებით აპრილში, საკუთარი ღირსშესანიშნავი დაბადების დღის მოახლოების წინ.
ამ ჯილდოზე მურის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დაასახელა. მური რაინდად უინძორის სასახლეში აკურთხეს, სადაც 94 წლის დედოფალი მარტის შემდეგ იმყოფება.