მინისერიალმა „ჩერნობილი“ BAFTA-ს 7 ნომინაციაში გაიმარჯვა

მინისერიალმა „ჩერნობილი“ BAFTA-ს 7 ნომინაციაში გაიმარჯვა

ამერიკულ მინისერიალს, „ჩერნობილს“ ბრიტანეთის კინოსა და ტელევიზიის აკადემიის (BAFTA) პრიზი 7 ნომინაციაში გადაეცა. ამის შესახებ გამოცემა Variety-ი იტყობინება.

„ჩერნობილს“ პრესტიჟული ჯილდო საუკეთესო კოსტიუმების, ოპერატორული ნამუშევრის, განათების, დეკორაციის, ხმისა და მონტაჟის, ასევე ორიგინალური მუსიკალური თემის ნომინაციებში ხვდა წილად.

საუკეთესო რეჟისორად აღიარეს იოჰან რენკიც.

მანამდე მინისერიალი „ოქროს გლობუსის“ მფლობელი გახდა.

ფილმი 1986 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ კატასტროფაზე მოგვითხრობს.