რაიან გოსლინგი და კრის ევანსი Netflix-ის ახალ ჯაშუშურ ტრილერში „ნაცრისფერი ადამიანი“ ითამაშებენ. ამის შესახებ Deadline-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, „ნაცრისფერ ადამიანს“ საფუძვლად მარკ გრინის ამავე სახელწოდების რომანი დაედო. მისი მთავრი გმირები დაქირავებული მკვლელი და CIA-ეს ყოფილი თანამშრომელი კორტ ჯენტრი (რაიან გოსლინგი) და მისი ყოფილი კოლეგა ლლოიდ ჰენსენი (კრის ევანსი) არიან. რომანი 2009 წელს დაიბეჭდა და მას რამდენიმე გაგრძელება აქვს.
ფილმის რეჟისორები ძმები რუსო იქნებიან, რომლებისთვისაც ეს პირველი ნამუშევარი იქნება კინოს ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი სურათის „შურისმაძიებლები: ფინალი“ შემდეგ. რეჟისორების თქმით, მათ რაიან გოსლინგის პერსონაჟის ირგვლივ მთელი სამყაროს შექმნა სურთ.
„ნაცრისფერი ადამიანი“ Netflix-ის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფილმი გახდება. მისი ბიუჯეტი 200 მილიონ დოლარს აღემატება. გადაღებების დაწყება 2021 წლის იანვარში, ლოს-ანჯელესში იგეგმება.