ახალი მოადგილის წარდგენა (video)

ახალი მოადგილის წარდგენა (video)

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს დღეიდან ახალი მოადგილე ეყოლება. თავდაცვის მინისტრი ამ თანამდებობაზე პოლკოვნიკ ვლადიმერ ჩაჩიბაიას წარადგენს. მას დამთავრებული აქვს თბილისის სამხედრო აკადემია. გავლილი აქვს მოსამზადებელი კურსები შეერთებული შტატების ქვეით ოფიცერთა სკოლაში, ამერიკის სამეთაურეო და გენერალური შტაბის ოციცერთა კურსი, ასევე ამერიკის არმიის ომის კოლეჯი. გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის მომავალი მოადგილე სხვადასხვა დროს მეთაურობდა ქართულ სამშვიდობო კონტინგენტს ერაყში, იყო სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი და სახმელეთო ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი. ასევე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბოლოს კი შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს ხელმძღვანელობდა.

  •