პრინც ჰარის მეუღლეს ამერიკის პრეზიდენტობა სურს. ამის შესახებ გამოცემა The Mirror-ი ბრიტანეთის სამეფო კარის ექსპერტ ბევერლი ტერნერის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება. ტერნერის თქმით, მეგან მარკლს თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის დაკავება სურს და ის ადრე თუ გვიან პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად იბრძოლებს.
„დარწმუნებული ვარ, ეს მის გეგმებში შედის. ის პრეზიდენტის პოსტზე აუცილებლად იყრის კენჭს. შეიძლება ეს მალე არ მოხდეს, მაგრამ აუცილებლად მოხდება“, - აცხადებს სამეფო კარის ექსპერტი.