მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ილიე ნასტასე 73 წლის ასაკში მეხუთედ დაქორწინდა. ამის შესახებ Sun-ი წერს.
ვეტერანი რუმინელი სპორტსმენის რჩეული იოანა სიმიონია, რომელიც მასზე 30 წლით უმცროსია. წყვილმა ქორწილი რუმინეთში, ნასტასეს მშობლიურ ქალაქში გადაიხადა და წვეულებაზე მხოლოდ ნათესავები და მეგობრები მიიწვიეს.
ილიე ნასტასე პირველი ჩოგბურთელია, რომელიც ATP-ს კლასიფიკაციას სათავეში ჩაუდგა და ლიდერობას 40 კვირის მანძილზე ინარჩუნებდა. კარიერის განმავლობაში რუმინელმა ჩოგბურთელმა ერთხელ ამერიკის ღია პირველობა (1972) და ერთხელ როლან გაროსი (1973) მოიგო.