პოპულარულმა ამერიკელმა რეპერმა Megan Thee Stallion-მა განაცხადა, რომ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შემსრულებელმა აღნიშნა, რომ ბედნიერია იმით, რომ ცოცხალია. მან დასძინა, რომ კვირას დაიჭრა და სრულად გამოჯანმრთელდება, თუმცა ინციდენტის დეტალების შესახებ არაფერი უთქვამს.
ამასთან, სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც პოლიცია მანქანას აჩერებს, რომელშიც Megan Thee Stallion-ი და კიდევ ერთი რეპერი Tory Lanez-ი იმყოფებოდნენ. მეგანს ფეხიდან სისხლი მოსდიოდა. მოგვიანებით კი ლანეზს არარეგისტრირებული იარაღის ტარების მუხლით ბრალი წაუყენეს. პოლიციაში ასევე დასძინეს, რომ ინციდენტის დროს „ერთი ადამიანი ფეხში დაიჭრა“.
ტეხასში დაბადებულმა რეპერმა, რომლის ნამდვილი სახელის მეგან პიტია წარმატებას მაისში მიაღწია. აშშ-სა და ევროპის ჩარტების მოწინავე პოზიციებზე მისი ჰიტი Savage მოხვდა. ივნისში კი BET Awards-ზე ის ჰოპ-ჰოპის კატეგორიაში საუკეთესო ქალ შემსრულებლად დაასახელეს. ჯილდოსთვის ბრძოლაში მან Cardi B, ნიკი მინაჯი და ლიზო დაამარცხა.
ჩემი სუბიექტური აზრით, რეპი იგივეა მუსიკაში, რაც დადაიზმი იყო სახვით ხელოვნებაში - სრული დეგრადაცია!