მოძრაობა Black Lives Matter-ის და აშშ-ში მიმდინარე დემონსტრაციების ფონზე ბევრმა სტუდიამ და სერიალების ავტორმა შოუებიდან რასისტული შინაარსის ეპიზოდების ამოღება დაიწყეს. შავკანიანი მსახიობი იდრის ელბა ამ პრაქტიკის წინააღმდეგია.
ღადიო Times-ის ინფორმაციით, მსახიობი მიიჩნევს, რომ უმჯობესია ასეთ ფილმებს კომენტარები ჰქონდეს, რომლებიც მაყურებლებს ისტორიული კონტექსტის გაგებაში დაეხმარება.
„ჩემი აზრით, შეზღუდვების ნაცვლად რეიტინგის სისტემა უნდა შემოვიღოთ, რომელიც მაყურებელს გააფრთხილებს, რომ ამა თუ იმ ფილმსა თუ შოუში შეურაცხმყოფელი აზრია გამოხატული. სიმართლის დასაცინად ეს სიმართლე უნდა ვიცოდეთ. მაგრამ ამა თუ იმ შოუში რასისტული თემების ცენზურა და მათზე წვდომის გართულება... ვფიქრობ, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ წარსულში ასეთ შოუებს უშვებდნენ“, - აღნიშნა მსახიობმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პროგრესს სჭირდება სიტყვის თავისუფლება და არა ცენზურა. „ცენზურის არ მწამს. ჩვენ გვჭირდება უფლება ვთქვათ ყველაფერი, რაც გვინდა. ბოლოს და ბოლოს, სწორედ ჩვენ ვქმნით ისტორიას“, - ამბობს ელბა.
რასისტული შინაარსის გამო HBO Max-მა კატალოგიდან დროებით ფილმი „ქარწაღებულნი“ ამოიღო, სერვისმა Hულუ კი სერიალ „კლინიკის“ 3 ეპიზოდის ჩვენებაზე თქვა უარი.