სალომე ზურაბიშვილი: დავიღალე ტელევიზიებისგან ბულინგით

სალომე ზურაბიშვილი: დავიღალე ტელევიზიებისგან ბულინგით

დავიღალე რამდენიმე ტელევიზიისგან ბულინგით ჩემს მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„თუ თქვენ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა. თუ ვერ კითხულობთ წინადადებას ბოლომდე, თქვენი პრობლემაა და მცდელობა, რომ მე გამასაღოთ მოძალადედ, არის ძალიან სასაცილო, სატირალი რომ არ იყოს. თუ ვერ გაიგეთ, წაიკითხეთ, თქვენ უნდა ისწავლოთ კითხვა. მე რაც ვიგულისხმე არის, რომ ერთი-ერთზე არის ყველაფერი. არ მითქვამს, რომ ერთი-ერთზე ძალადობა კარგი არის თუ რაღაც. ერთი-ერთზე ვთქვი, არ მითქვამს არც ჩხუბი, ვთქვი ვაჟკაცობა არის ერთი -ერთზე და ერთი-ერთზე არის ცხოვრებაში ყველაფერი. ლაპარაკი, სიყვარული ალბათ არ იცით. არ მითქვამს, არც ჩხუბი, არც გარჩევა, ვთქვი ის, რომ ვაჟკაცობა არ არის ძალადობაში, არ არის ჯგუფურ ძალადობაში, ვაჟკაცობა არის აღიარებაში და ამაზე უნდა გეფიქრათ. ვაჟკაცობა არის მონანიებაში, მეტი არაფერი მაქვს სათქმელი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Aburjga Tasmanieli ტელევიზიის და საერთოდ მასმედიის მხრიდან, იშვიათი გამონაკლისების გარდა, საჯარო პიროვნებების, მათ შორის პრეზიდენტის მიმართ შერაცხმყოფელმა სიუეტებმა, უსაფუძვლო ბრალდებებმა, თავხედურმა შეფასებებმა მართლაც რომ წარმოუდგენელი მაშტაბები მიიღო! დროა, დროა ბოლო მვუღოთ ამ უმსგავსობას!!!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli სამარცხვინოა რომ ერი თავის ნახირ მასმედიას, ქვეყნის მტერ ოპოზიციას საშუალებას აძლევს განუწყვეტლივ მასხრად აიგდოს, დაამციროს, შეურაცხყოს ქვეყნის პრეზიდენტი! სამარცხვინო საქციელია ხალხო, სამარცხვინო! დამიჯერეთ!
4 წლის უკან
Maverick Aburjga ერი აქ არაფერ შუაშია, შუაშია პლისეცკაია თამადებით დაკომპლექტებული მმართველი პარლამენტი და ამ პლისეცკაიაზე თამადებზე დამოკიდებული მთავრობა!
4 წლის უკან